ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კოლეჯ „მერმისში“ ღია კარის დღე გაიმართა

პროფესიულ კოლეჯში „მერმისი“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა. კოლეჯის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს მიაწოდეს ინფორმაცია კოლეჯის პროფესიული პროგრამების შესახებ, ასევე ისაუბრეს რეგისტრაციის პროცესზე, ტესტირებასა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებზე. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დაესწრო.

კოლეჯში, წელს პირველად, სწავლის მსურველ საბაზო საფეხურის განათლების მქონე პირებს საშუალება აქვთ, დაეუფლონ „ვებტექნოლოგიებისა“ და „სასტუმრო მომსახურების“ ინტეგრირებულ პროგრამებს, რომლის დასრულების შემდეგ მიიღებენ სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს და სურვილის შემთხვევაში სწავლას უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებენ.

კოლეჯი დაინტერესებულ პირებს ასევე სთავაზობს პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამებსა და სხვადასხვა მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსს: ზრდასრული მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, დასაქმების ხელშეწყობისა და კარიერული წინსვლისთვის, კოლეჯმა წელს პირველად დაიწყო 7 მოკლევადიანი პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელება. კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. გარდა ამისა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კოლეჯის მიერ პროექტის „პროფესიული განათლება – დასაქმებისაკენ მიმავალი უმოკლესი გზა“ ფარგლებში 2020 წელს ჩატარდება 9 ტრენინგ-კურსი.

კოლეჯი „მერმისი“ 2012 წლიდან ფუნქციონირებს და ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც განათლებას ყოველწლიურად 1500-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება. აღსანიშნავია, რომ სსსმ და შშმ პირებისთვის ხარისხიანი პროფესიული განათლების უზრუნველყოფისათვის კოლეჯში შეიქმნილია ხელმისაწვდომი სასწავლო გარემო.

მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ჩათვლით პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს შემდეგ ელექტრონულ პლატფორმაზე: vet.emis.ge.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე