ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

2010 წლის შემაჯამებელი აკადემიური და პროფესიული სამიტი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ 2010 წლის შემაჯამებელი აკადემიური და პროფესიული სამიტი გახსნა. საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამიტზე 10-ზე მეტი მომხსენებელი გამოვიდა და 2010 წელს განათლების სისტემაში განხორციელებულ პროექტებსა და მომავალში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

განხილულ თემებს შორის იყო სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების განვითარება, სამედიცინო, სამართლისა და პედაგოგიკის  მიმართულებების ძირითადი სტრატეგიები, ტრენინგების ევროპული ფონდის მიერ საქართველოს განათლების სისტემაზე გაკეთებული ანგარიშის მიმოხილვა და სხვ.

ევროპული ფონდის  ანგარიშის მიმოხილვა სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო, რადგან ანგარიშში აღნიშნული ხარვეზები 2010 წლის ბოლოსთვის სრულად არის აღმოფხვრილი.

სამიტზე მონაწილეთა წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ: სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, თსუ-ს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები. სამიტს 300-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის  ზოგადი, პროფესიული, აკადემიური საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე