ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი: „ქედს ვიხრი საქართველოს ერთიანობისა და მისი ბედნიერი მომავლისთვის მებრძოლი გმირების წინაშე, მათი თავდადების მაგალითზე მომავალი თაობები გაიზრდებიან!“

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„დღეს ჩვენ 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეებს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ გმირი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ნათელ ხსოვნასა და თავგანწირვას.

ქართული საზოგადოება არასდროს შეეგუება ოკუპაციას. ჩვენ ვრჩებით კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი, დიპლომატიური გზის ერთგულნი და გვჯერა, რომ ქვეყნის ერთიანობის აღსადგენად ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია. ოკუპაციისა და მისგან გამომდინარე ყველა შედეგის დასაძლევად ვაგრძელებთ თანმიმდევრულ, მიზანდასახულ მუშაობას მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან, მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ამავდროულად, ვაძლიერებთ მუშაობას დემოკრატიული ღირებულებების განსამტკიცებლად და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. დარწმუნებული ვარ, ჩვენი განვითარება და ეკონომიკური სიძლიერე არის ის, რამაც კვლავ უნდა გაგვაერთიანოს ჩვენს აფხაზ და ოს თანამოძმეებთან.

კიდევ ერთხელ, ქედს ვიხრი საქართველოს ერთიანობისა და მისი ბედნიერი მომავლისთვის მებრძოლი გმირების წინაშე, მათი თავდადების მაგალითზე მომავალი თაობები გაიზრდებიან!“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე