ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა ანზორ ერქომაიშვილს ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოება მიულოცა

მიხეილ ჩხენკელმა ანზორ ერქომაიშვილს ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელოვანი მუსიკოსი და ლოტბარი, კომპოზიტორი, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებელი და გამომცემელი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებებელი – ანზორ ერქომაიშვილი – ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო და ანზორ ერქომაიშვილს საპატიო ჯილდოს მიღება მიულოცა. 
ანზორ ერქომაიშვილს სახელმწიფო ჯილდო ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში საზეიმოდ გადაეცა.
დაჯილდოების შემდეგ შეკრებილი სტუმრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელშიც ფოლკლორულმა ანსამბლებმა: „რუსთავი“, „შავნაბადა“, „მხედრები“, „მიქაბერიძეების ოჯახი“, „ტრიო ხელხვავი“ მიიღეს მონაწილეობა. გამომსვლელთა შორის იყვნენ ასევე ბავშვთა გუნდი და ექსპედიტორთა ჯგუფ
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელოვანი მუსიკოსი და ლოტბარი, კომპოზიტორი, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებელი და გამომცემელი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი – ანზორ ერქომაიშვილი – ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო და ანზორ ერქომაიშვილს საპატიო ჯილდოს მიღება მიულოცა. 

ანზორ ერქომაიშვილს სახელმწიფო ჯილდო ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში საზეიმოდ გადაეცა.

დაჯილდოების შემდეგ შეკრებილი სტუმრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელშიც ფოლკლორულმა ანსამბლებმა: „რუსთავი“, „შავნაბადა“, „მხედრები“, „მიქაბერიძეების ოჯახი“, „ტრიო ხელხვავი“ მიიღეს მონაწილეობა. გამომსვლელთა შორის იყვნენ ასევე ბავშვთა გუნდი და ექსპედიტორთა ჯგუფი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე