ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საახალწლო საჩუქარი მე-200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა მე-200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს  სურვილი აუსრულა და საახალწლოდ მათ ახალი ადაპტირებული სასკოლო ავტობუსი გადასცა. ავტობუსი პოპულარულმა წამყვანმა ვანო ჯავახიშვილმა  თავად მიუყვანა  ბავშვებს. ამ დღეს პანსიონს ამერიკელი საზღვაო ქვეითებიც სტუმრობდნენ. სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს და საახალწლო წარმოდგენა გაუმართეს.

მე-200 სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  137 მოსწავლე სწავლობს, მათგან  110 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. დიდი უმრავლესობა არდადეგების დღეებსაც სკოლა-პანსიონში ატარებს.  არიან მოზარდები, რომელთაც თავისუფლად გადაადგილების პრობლემები აქვთ, აქედან გამომდინარე, საკუთარი სასკოლო ადაპტირებული ავტობუსი მათ ბევრ პრობლემას მოუხსნის.

თანამედროვე მოდელის სასკოლო ავტობუსი მორგებულია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მოთხოვნებზე. ახალი სატრანსპორტო საშუალებით მოზარდები  ადვილად შესძლებენ ქალაქში და ქალაქგარეთ გადაადგილებას, დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას.  ავტობუსთან დაკავშირებით თავიანთი სურვილი  ბავშვებმა მინისტრს ერთ-ერთი სტუმრობისას გაუმხილეს.

მე-200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებზე და ზოგადად ამ ტიპის სასწავლო დაწესებულებათა ბინადრებზე ზრუნვა სამინისტროსთვის პრიორიტეტია, ეს ბავშვები არასდროს რჩებიან ყურადღების მიღმა მითუმეტეს, განსაკუთრებულ დღეებში.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე