ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი: „გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და თქვენი ცხოვრების ახალი, უაღრესად საინტერესო ეტაპის დაწყებას“

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს:

„ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და თქვენი ცხოვრების ახალი, უაღრესად საინტერესო ეტაპის დაწყებას.

პანდემიის გამო, წელს გამოცდები უჩვეულო გარემოში ჩატარდა, ამ გამოწვევის მიუხედავად, თქვენ შეძელით საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და თქვენი ცოდნით სასურველ მიზანს მიაღწიეთ.

ჩვენ სხვა უწყებებთან კოორდინაციით, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შეგვექმნა სრულფასოვანი აკადემიური გარემო და გამოცდების მიმდინარეობისას დაცული ყოფილიყო თითოეული მონაწილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

ჩვენ მომავალშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას, თქვენი ხელშეწყობისთვის, რადგან განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის წინსვლის საწინდარია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, წარმატებას, წინსვლას, ჯანმრთელობასა და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ“.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე