ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის ახლადაშენებული სკოლა მოინახულა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლას ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახლადაშენებული სკოლის შენობა მოინახულა.

მიხეილ ჩხენკელი: „სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ვეწვიე სოფელ ეწერის საჯარო სკოლას, რომლის მშენებლობა უკვე დასრულდა. პროექტი მთლიანად დაფინანსებულია განათლების სამინისტროს მიერ. მოხარული ვარ, რომ ბავშვები ახალ სასწავლო წელს შეხვდებიან თანამედროვე გარემოში. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიებით, თანამედროვე ტექნოლოგიებით. აქ სწავლისთვის ყველა პირობაა შექმნილი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ანალოგიური პროექტები – ახალი სკოლების მშენებლობა, სკოლების რეაბილიტაცია – მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, რადგანაც ჩვენს ახალგაზრდებზე, ბავშვებზე, მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს“.

სოფელ ეწერის თანამედროვე სტანდარტების სკოლა მზად არის 2020-2021 სასწავლო წლისთვის მოსწავლეების მისაღებად. იგი 120 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის. სკოლის ეზოში მოეწყო სპორტული მოედანი. პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 2.2 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე