ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა პედაგოგები დააჯილდოვა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ  2009 – 2010 სასწავლო წელს  განხორციელდა ტრენინგების პროგრამა "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში", რომლის ფარგლებშიც მასწავლებლებმა შექმნეს გაკვეთილის გეგმები და სასწავლო პროექტები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ყველა მასალა განთავსებულია ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების საცავში www.lemill.net და პირად ბლოგებზე. 

სულ გადამზადდა 3800 პედაგოგი. მათგან 20 საუკეთესო ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსის ავტორი მასწავლებელი, დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სიგელებით დააჯილდოვა. გარდა ამისა, ისინი დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. ორი  საუკეთესო პროექტის ავტორი კი ევროპული სასკოლო ქსელის 24-ე საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრება, რომელიც ლონდონში 2-დან 7 მარტის ჩათვლით გაიმართება.

 2010 წლის ბოლომდე გადამზადდება 5400 მასწავლებელი და 400 ინფორმაციული მენეჯერი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე