ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებლები სასწავლო ტურით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მათემატიკის 10 და ინგლისური ენის 5 მასწავლებელი სასწავლო ტურით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრნენ. აეროპორტში პედაგოგებთან ერთად მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე იმყოფებოდა. მასწავლებლები ”ნიუ კოლეჯ ნოთინგემში” პროფესიულ ორკვირიან ტრენინგს გაივლიან. 

”ნიუ კოლეჯ ნოთინგემი”  დიდი ბრიტანეთის კოლეჯების ერთ-ერთი უდიდესი სისტემაა, რომელიც პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული. ქართველი პედაგოგები ნოთინგემში საგნის სწავლების მეთოდიკისა და ინგლისური ენის გაძლიერებულ კურსს დაესწრებიან. დაგეგმილია სემინარები და სამუშაო შეხვედრები ნიუ კოლეჯის პროფესურასთან. ლონდონში, კაპლანის საერთაშორისო კოლეჯში შედგება შეხვედრა ადგილობრივ პედაგოგებთან, რომლებიც სტუმრებს თავის გამოცდილებას გაუზიარებენ .

ქართველი მასწავლებლები დიდი ბრიტანეთის სკოლებსაც ეწვევიან, დაესწრებიან გაკვეთილებს, გაეცნობიან სასწავლო გეგმებსა და სწავლების თანამედროვე მეთოდებს.

კურსის დასასრულს, პედაგოგებს გადაეცემათ სახელმძღვანელოები და სასწავლო-მეთოდური მასალა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე