ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სრულ მზადყოფნაშია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სრულ მზადყოფნაშია და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლის საგანმანათლებლო რესურსებით მაქსიმალური უზრუნველყოფა.

გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ახალი სასწავლო წლისთვის სამინისტრო სრულად უზრუნველყოფს საჯარო სკოლების პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერისა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით აღჭურვას. პროცესი დაწყებულია და ახალი სასწავლო წლისთვის უკლებლივ ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილი იქნება აღნიშნული სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ გადასცემს.

მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელთან, დავით ფარცვანიასთან ერთად, პირადად გაეცნო სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესს, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლისთვის „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამის  ფარგლებში საჯარო სკოლების მოსწავლეებს უსასყიდლოდ გადაეცემათ. სახელმძღვანელოების მიწოდება საქართველოს მასშტაბით შეუფერხებლად მიმდინარეობს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ქართული სექტორის 1-ლი-მე-7, მე-9-მე-12 და არაქართული სექტორის 1-ლი-მე-6 კლასებისთვის განკუთვნილი  3 732 020   ერთეული სახელმძღვანელო (8 487 114 ლარი) შეისყიდა. ასევე შესყიდულია დაწყებითი საფეხურის,  მე-7, მე-8 კლასისთვის განკუთვნილი 874 850  ერთეული გრიფირებული სახელმძღვანელო  (2 904 341 ლარი). სახელმწიფო ბიუჯეტის მაქსიმალური ეკონომიისა და მაღალი ხარისხის მომსახურების მისაღებად, საჭირო სახელმძღვანელოების შესყიდვა კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით მოხდა.

ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების მიწოდება აქტიურ ფაზაშია და სასწავლოს წლის დაწყებამდე ყველა საჯარო სკოლა იქნება უზრუნველყოფილი წიგნებით.

„მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2013 წლიდან წარმატებით ხორციელდება და მისი მიზანია სრული ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე