ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა დამსახურებულ პედაგოგს ახალი წელი მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი №10 საჯარო სკოლის ბიოლოგიის  მასწავლებელს ქეთევან დოლიძეს სახლში ეწვია, ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად პერსინალური კომპიუტერი გადასცა.

ქალბატონი ქეთევან დოლიძე თითქმის 50 წელია სკოლაში მოღვაწეობს, იგი სწავლების ნოვატორული მეთოდების დანერგვისათვის ორჯერ ქალაქის წლის საუკეთესო პედაგოგად იყო დასახელებული, იყო ჩართული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისაღები გამოცდების კომისიებში, 2001 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ასოცირებულ წევრად, 2004 წელს ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ იქნა გრანტირებული, მის შესახებ არაერთგზის იბეჭდებოდა გაზეთებში, 2010 წელს მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, ქ. თბილისის მერიამ  "ბავშვთა აღზრდისა და განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილისათვის"  მედლითა და სიგელით დააჯილდოვა.

ქეთევან დოლიძე დღესაც აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა, სისტემატიურად ადევნებს თვალყურს პროცესებს და განსაკუთრებით ახარებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმა.  სიახლეების მიმდევარი პედაგოგი თავადაც მუდმივ ძიებაშია, იგი განსაკუთრებით მინისტრის საჩუქარმა გაახარა. როგორც მან აღნიშნა, პერსონალური კომპიუტერი განათლების სფეროში მსოფლიო გამოცდილების გაზიარებასა და სიახლეების გაცნობაში დაეხმარება.

დიმიტრი შაშკინმა მადლობა გადაუხადა  დამსახურებულ მასწავლებელს ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, დიდხანს სიცოცხლე უსურვა და აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია მუდამ გვახსოვდეს და პატივს ვცემდეთ ღირსეულ პედაგოგებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე