ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფელ მელაანში ახალი სკოლა შენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში 200 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა შენდება, რაზეც ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება.

ახალი სკოლა 2011 წლის 15 სექტემბერისთვის შევა ექსპლუატაციაში, ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  გააკეთა, რომელმაც სოფელ მელაანში მშენებარე სკოლა  სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ირაკლი თოდუასთან ერთად   დაათვალიერა.

ძველი სკოლის შენობა, რომელიც 1955 წელს იყო აშენებული ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. სკოლის 175 მოსწავლე გადანაწილებული იყო სოფლის ამბულატორიისა და სამედიცინო პუნქტის შენობებში, ბავშვებს სწავლისათვის სრულიად შეუფერებელ პირობებში უხდებოდათ სწავლა. ადგილი, სადაც მომავლის სკოლა აშენდება მეწყრულ ზონაშია, ამიტომ საძირკვლის შესწავლასა და შესაბამისი პროექტის მომზადებას წინ დიდი მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა.

სასკოლო ინფრასტრუქტურის მკვეთრად გაუმჯობესება და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა საგანმანათლებლო რეფორმის ძირითადი პრიორიტეტია. სამინისტრო ამ მიმართულებით დიდ სამუშაოებს აწარმოებს. მომდევნო პერიოდშიც სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება განხორციელებული იქნება გეგმაზომიერად, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაყრდნობით.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე