ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა და პოლიციის აკადემიის რექტორმა მანდატურების მუშაობა შეაჯამეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ სკოლის მანდატურის ინსტიტუტის დანერგვასთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგი გამართეს.

სკოლის მანდატურის ინსტიტუტის შემოღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. პროექტის განხორციელების აუცილებლობა მოზარდებში ძალადობის ფაქტების მატებამ განაპირობა, სკოლებში მანდატურების შეყვანა მიზანდ ისახავდა მოსწავლეებში დანაშაულის პრევენციასა და სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნას.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, 2011 წლიდან მანდატურები მუდმივ გადამზადბას გაივლიან და ამ პროცესში ფსიქოლოგები კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვებიან. გარდა სკოლებისა, მანდატურები  პროფესიულ სკოლეჯებში გადანაწილდებიან. ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, ისინი კერძო სკოლებშიც შევლენ.

ჩატარებული კვლევებისა და სტატისტკური მონაცემების მიხედვით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ-ანალიტიკური დეპარტამენტი), სკოლის მანდატურის ინსტიტუტის დანერგვის შემდეგ სკოლებში გაუმჯობესდა სასწავლო გარემო და შემცირდა ძალადობის ფაქტები, კერძოდ:

  • 80%-ით შემცირდა მოსწავლეების დაგვიანების ფაქტები;
  • 75%-ით შემცირდა მოსწავლეების სკოლიდან გაპარვის ფაქტები;
  • 95%-ით აღმოიფხვრა მოსწავლეთა მხრიდან ფულის გამოძალვის ფაქტები;
  • 80%-ით შემცირდა მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები;
  • 90%-ით შემცირდა საჯარო სკოლებში ვანდალიზმის (სასკოლო ქონების დაზიანების) ფაქტები;
  • პრაქტიკულად მოისპო სკოლებში თამბაქოს მოხმარების ფაქტები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, ,,2010 წელს საჯარო სკოლებში სკოლის მანდატურის ინსტიტუტის ინპლემენტაცია წარმატებით განხორციელდა. სკოლის მანდატურები აქტიურად ჩაერთვნენ სასკოლო ცხოვრებაში, დაუმეგობრდნენ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას ეხმარებიან წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. მანდატურებმა დროულად აღკვეთეს მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტები, რითაც მრავალი სერიოზული დანაშაული იქნა თავიდან აცილებული’’.

უმკაცრესი ტესტირებისა და ფსიქოლოგიური შემოწმების შემდეგ სკოლის მანდატურებმა მომზადება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაიარეს. ამ დროისთვის მანდატურები თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ფოთის, გორის, ზუგდიდის, რუსთავისა და ყვარლის საჯარო სკოლებში მოღვაწეობენ. სკოლის მანდატურის სამსახურში  ცხრაასამდე სკოლის მანდატურია დასაქმებული.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე