ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ”ბარამბოს” ქარხანამ უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მოსწავლეებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და ომში დაღუპულ ქართველ გმირთა შვილებს ”ბარამბოს” ტკბილეულის ქარხანამ უმასპინძლა.

ბავშვებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან კოკა სეფერთელაძესთან  ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა დაათვალიერეს, გაეცნენ იმ მეთოდებსა და საშუალებებს, რასაც ქარხნის კვალიფიციური თანამშრომლები ტკბილეულის დასამზადებლად იყენებენ. როგორც პატარა სტუმრებმა განაცხადეს, ეს დღე მათთვის განსაკუთრებული იყო და არასოდეს დაავიწყდებათ. დასასრულს, ყველა ბავშვს ”ბარამბოს” ტკბილეული საჩუქრად გადაეცა.

წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება და ზრუნვა იმ მოზარდებზე, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ყურადღება სამინისტროსთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ბევრი რამ კეთდება და მომავალშიც არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება განხორციელდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე