ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

”საშობაო ზღაპარი” ბავშვებისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ნინო ანანიაშვილის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით, ”თბილისი არტ ჰოლში” 200 ბავშვისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან საშობაო წარმოდგენა გაიმართა. ღონისძიებას  მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და ნინო ანანიაშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი გია გოგიტიძე დაესწრნენ.

ბავშვებს ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობებმა, საბავშვო სტუდია ”ფანტასმაგორიის” წევრებმა და თოჯინების თეატრის მსახიობებმა უმასპინძლეს და ”საშობაო ზღაპარი” წარმოუდგინეს. 

სპექტაკლის ბოლოს  ბავშვები მსახიობებს შეხვდნენ და მათ მადლობა გადაუხადეს ლამაზი წარმოდგენისთვის.

ანალოგიური საქველმოქმედო აქციები არ იქნება ერთჯერადი, სამინისტრო მომავალშიც წაახალისებს წარმატებულ მოსწავლეებს და ბავშვებს  სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე