ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასწავლო ეროვნული ოლიმპიადა 2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა 2011 წლის სასწავლო ეროვნულ ოლიმპიადასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

2011 წელს, პირველად, ოლიმპიადის შესარჩევი, პირველი ტური უშუალოდ სკოლებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ ჩატარდა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურს გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს.

2011 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 9 იანვარს 12:00 საათზე 166–ე სკოლის შენობაში ინფორმატიკის ოლიმპიადით დაიწყო. ინფორმატიკის ოლიმპიადის მეორე ტურში 386   მოსწავლემ მიიღო  მონაწილეობა.

ოლიმპიადის მეორე ტური საქართველოს 65 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 91 სკოლაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას  85 ათასამდე  მოსწავლე მიიღებს.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის განრიგი:

თარიღი საგანი
11 იანვარი უცხო ენა; მათემატიკა
12 იანვარი ისტორია; ფიზიკა
13 იანვარი ქართული; ქიმია
14 იანვარი გეოგრაფია; ბიოლოგია

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში თითოეულ საგანსა და ასაკობრივ ჯგუფში გამოვლენილი 1600-მდე  საუკეთესო მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. სასკოლო ოლიმპიადის მესამე ტური მარტში გაიმართება.

ეროვნული სასწავლო  ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა. ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. დასკვნით ტურში გამარჯვებული 10 მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი გახდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე