ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის შენობაში ისწავლიან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი პროფესიული განათლების მიმართულებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სასწავლო პროცესის გაცნობის მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა. ახალქალაქში მინისტრის მოადგილე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შენობას, სადაც მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულების სტუდენტები ისწავლიან, სრული რეაბილიტაცია უტარდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასწავლო დაწესებულება ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს, იქნება სრულად ადაპტირებული სსსმ და შშმ პირებზე, აღიჭურვება თანამედროვე ლაბორატორიებით, მოეწყობა კომფორტული სასწავლო აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო სივრცე.

200 სტუდენტზე გათვლილი განახლებული სასწავლებელი ახალქალაქისა და რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების საჭიროებების გათვალისწინებით, ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს საბაჟო საქმის, სარკინიგზო, სოფლის მეურნეობისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებების საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამებს შესთავაზებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე