ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ვიდეოკონფერენცია თემაზე “Digital Citizenship Education Days”

მიმდინარე წლის 3-4 ნოემბერს ევროპის საბჭოს მიერ დაგეგმილია ვიდეოკონფერენცია თემაზე “Digital Citizenship Education Days”. ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ განათლების პოლიტიკის შემქმნელები, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ევროპის მასშტაბით.

აღნიშნული კონფერენციის მიზანია ციფრული მოქალაქეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მისი განვითარების ხელშეწყობა. ამასთანავე, მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ ქვეყნებში ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების სფეროში არსებულ გამოცდილებას, განიხილავენ იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც წარმოდგენილია არსებული კრიზისის პირობებში და განსაკუთრებით, როგორ შეიძლება ადაპტირდეს პოლიტიკა და პრაქტიკა სწავლის ჰიბრიდული და შერეული ფორმების საჭიროებების შემთხვევაში.

ვიდეოკონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე