ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„მრავალფეროვანი საქართველო“ სოფელ ალგეთში

პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართა. კორონავირუსის პანდემიის გამო, აქტივობები რეკომენდაციების გათვალისწინებით, ღია სივრცეში ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში გიორგი კეკელიძემ, დემეტრე მოდებაძემ და აშუღ ნარგილემ შეხვედრა გამართეს ადგილობრივ მოსახლეობასთან, სტუდენტებთან და უფროსკლასელებთან. სტუმრებმა ისაუბრეს კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე. ასევე გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების/მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია და მოეწყო სხვადასხვა სახის გამოფენები. ღონისძიების დასკვნით ნაწილში „მოძრაობის თეატრმა“ წარმოადგინა რამდენიმე მცირე ნოველისგან შემდგარი  სპექტაკლი  - „ჩუმად, რეპეტიციაა“.

სოფელ ალგეთისა და სოფელ საბირქენდის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოყოფილი წიგნები გადაეცა.

ღონისძიებები მარნეულის კულტურის ცენტრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით,  2020 წლის 31 აგვისტოდან ხორციელდება  სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და ახალგაზრდების ინფორმირებულობა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე