ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალქალაქში ახალი სკოლა აშენდება

გრძელდება სასკოლო ინფრასტრუქტურის  კეთილმოწყობის პროცესი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სკოლის შენობაში განაახლებს სწავლას ახალქალაქის მესამე საჯარო სკოლის 130-მდე მოსწავლე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ახალქალაქს თავად ეწვია და ადგილობრივი თვითმართველობისა  და სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად,  მონაწილეობა მიიღო ახალი სკოლის პროექტის პრეზენტაციასა და განხილვაში.

 №3 საჯარო სკოლა ქართულენოვანია. შენობა, რომელშიც სკოლა იყო განთავსებული, 1988 წელს სპიტაკში მიწისძვრის შედეგად დაზიანდა. მას შემდეგ   მოსწავლეები სკოლა-ინტერნატის შენობაში, არაკომფორტულ და არაშესაფერის გარემოში სწავლობენ.

ბოლო წლებში, ადგილობრივ, არაქართულენოვან მოსახლეობაში საგრძნობლად გაიზარდა  ქართულ სკოლაში სწავლის მსურველთა რაოდენობა. 2007 წელს №3 საჯარო სკოლაში 87 მოსწავლე ირიცხებოდა, დღეს კი, აქ 130 ბავშვი სწავლობს.  სკოლის ხელმძღვანელობა ახალი სკოლის მშენებლობის დასრულებისთვის კონტიგენტის მნიშვნელოვან ზრდას   ვარაუდობს. ახალი შენობა  250 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.

ახალქალაქში 5 საჯარო სკოლაა, აქედან 3 სომხურენოვანია, ერთი რუსულენოვანი, ერთი ქართულენოვანი.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე