ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

წელს სასწავლო ოლიმპიადაში მოსწავლეთა უპრეცედენტო რაოდენობა მონაწილეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის მიმდინარეობას გაეცნო.

ოლიმპიადის ისტორიაში 2011 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში  მონაწილეთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. მეორე ტურში 85 ათასამდე  მოსწავლე გადავიდა. ოლიმპიადის მეორე ტური საქართველოს 65 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 91 სკოლაში მიმდინარეობს.

ოლიმპიადის მეორე ტური 9 იანვარს ინფორმატიკის ოლიმპიადით დაიწყო. 11 იანვარს მეორე ტური  ჩატარდა უცხო ენასა და მათემატიკაში.  12 იანვარს - ისტორიასა და ფიზიკაში, ქართულ ენასა და ქიმიაში 13 იანვარს გაიმართება მეორე ტური, 14 იანვარს - გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, რამოდენიმე წელია სხვადასხვა საგანში  შემოქმედებითი ოლიმპიადა ტარდება.  ოლიმპიადის მიზანია გამორჩეული ცოდნითა და ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა, მათი წახალისება და სასწავლო პროცესის სტიმულირება. ჰუმანიტარულ საგნებში მოსწავლეებს მოეთხოვებათ როგორც ფაქტობრივი ცოდნა, ასევე, წყაროს ინტერპრეტაცია, საკუთარი აზრის გამოხატვა, არგუმენტირებულად დასაბუთება და კრიტიკული აზროვნება. ტექნიკურ საგნებში კი, მიღებული ცოდნის გამოყენება როგორც თეორიულ,  ასევე პრაქტიკული შინაარსის ამოცანების ამოსახსნელად.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე