ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თანასწორობის კვირეულის ფარგლებში ონლაინ პრეზენტაცია - „ერთობლივი ძალისხმევით: გენდერული ბალანსისთვის სპორტში“ გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა კვლევის შედეგების ონლაინ პრეზენტაცია - „ერთობლივი ძალისხმევით: გენდერული ბალანსისთვის სპორტში“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ, EPAS-ის (გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტში) აღმასრულებელმა მდივანმა სტანისლას ფროსარდმა, ასევე ეროვნული სპორტული ფედერაციების, ეროვნული ოლიმპიური და პარალიმპური კომიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სპორტული ჟურნალისტიკის წარმომადგენლებმა და ცნობილმა სპორტსმენებმა.

აღნიშნული კვლევა ჩატარდა პროექტის ‘ALL IN’ ფარგლებში და წარმოადგენს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს საერთო პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ხელისუფლებისა და სპორტული ორგანიზაციების მხარდაჭერას სპორტში გენდერული უთანასწორობის შესახებ შესაბამისი პოლიტიკისა და პროგრამების, ასევე გენდერული სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში. ღონისძიება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ინიციატივითა და პარტნიორი უწყებების მხარდაჭერით დაგეგმილი თანასწორობის კვირეულის მეორე ფაზის ერთ-ერთ აქტივობას წარმოადგენს. კვირეული ცნობიერების ამაღლების კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში 9-16 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტსა და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობით  იმართება.

კვლევაში ჩართული იყო 18 პარტნიორი ქვეყანა (ალბანეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ესპანეთი, ისრაელი, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, საქართველო, საფრანგეთი, სერბეთი, პორტუგალია, ხორვატია, ჩეხეთი, ფინეთი). მონაცემების შეგროვება მოიცავდა 3 სამიზნე ჯგუფს - სპორტზე პასუხისმგებელ სამინისტროებს/სამთავრობო დეპარტამენტებს; ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს; ეროვნულ ოლიმპიურ სპორტულ ფედერაციებს.

კვლევის პრეზენტაცია

გენდერული თანასწორობა სპორტში - საქართველო

გენდერული თანასწორობა სპორტში - ევროპა

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე