ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში ახალგაზრდებისთვის პიესების კონკურსი გამოცხადდა

პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მწერალთა სახლთან ერთად, აცხადებს პიესების კონკურსს მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრების შესახებ.

კონკურსის მიზანს საქართველოში ევროპული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, სახელოვნებო დარგებში მეცნიერული თემატიკის ჩართვა, საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერების ცხოვრების ამსახველი პიესებისა თუ სპექტაკლების შექმნა და ახალგაზრდა, ჯერ კიდევ უცნობი, დრამატურგების  გამოვლენა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

პიესების კონკურსი 20-35 წლის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი და მასში მონაწილეობის მსურველებს ევალებათ, შექმნან ერთ ან ორმოქმედებიანი პიესა მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

საკონკურსო განაცხადის წარდგენა 2020 წლის 10 დეკემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულადაა შესაძლებელი შემდეგ მისამართზე: [email protected]

განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ კონფიდენციალური ჟიური განიხილავს საკონკურსო ნაწარმოებებს და 2020 წლის 17 დეკემბერს  გამოავლენს გამარჯვებულს, რომელსაც გადაეცემა ფულადი ჯილდო 2 600 ლარის ოდენობით.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე:

http://writershouse.ge/geo/new/1518

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე