ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა უსინათლო ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა  სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს, რომლებიც არდადეგებს სკოლაში ატარებენ,  საახალწლო საჩუქრები გადასცა.

ამასთანავე მინისტრმა №202 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს ნორვეგიის მთავრობისგან საჩუქრად გადმოცემული  სპეციალურად სუსტი მხედველობის ბავშვებისთვის განკუთვნილი წასაკითხი აპარატურა გადასცა.

ეს დანადგარი მორგებულია ნებისმიერი ბავშვის მდგომარეობაზე და აქვს სხვადასხვა მანიპულაციის საშუალება, როგორიცაა ტექსტის გადიდება, ფერის შეცვლა და მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია. უსინათლო ბავშვებს გადაეცათ სხვადასხვა სახის გამადიდებელი ლუპები.

ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მსგავსი აპარატი საჩუქრად ნებისმიერ ინკლუზიურ სკოლას გადაეცემა.

მინისტრი  და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებათა ხშირი სტუმრები არიან, მათ რიცხვშია 202-ე სკოლაც, რომელსაც რამდენიმე თვის წინ დიმიტრი შაშკინმა ბრაილის საბეჭდი მანქანა, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოები  და ტაქტიკური სასწავლო მასალები გადასცა. თანამედროვე აპარატურასთან სამუშაოდ  სამინისტრომ ამ სკოლის პედაგოგებიც გადაამზადა.

თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა  სკოლაში 50 ბავშვი სწავლობს, მათგან 23 პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. სკოლა აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ საქმინობებში და  მოსწავლეების სოციალურ ადაპტაციაზეა ფოკუსირებული.

№202 უსინათლო ბავშვთა  სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში, კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ყოველწლიურად  წარმატებით აბარებენ. მათთვის  საგამოცდო მასალა  ბრაილის  შრიფტზეა ადაპტირებული.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე