ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი მაიკლ პომპეოს საქართველოში ვიზიტს ეხმიანება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს საქართველოში ვიზიტს ეხმიანება.

მიხეილ ჩხენკელი: „უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში. ძალიან დიდია ამერიკის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში ყველა მიმართულებით. ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით გრძელდება და ახალ განზომილებებს იძენს. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას.“

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები მრავალი წელია საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ამის დასტურია, ამერიკის ხალხისა და მთავრობის მიერ განათლებაში ჩადებული მრავალმილიონიანი ინვესტიცია, რომელიც ათეულობით ახალი სკოლის მშენებლობას, მასწავლებლებისა და ლექტორების გადამზადებას, ერთობლივი საუნივერსიტეტო პროგრამების შექმნას, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას მოხმარდა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, აშშ-ის მთავრობამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით მრავალმილიონიანი გრანტი გამოყო, რომელიც ისტორიული ძეგლების რესტავრაციას, კონსერვაციას, დიაგნოსტიკასა და დიგიტალიზაციას ხმარდება.

მინისტრმა განაცხადა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა გრძელდება, დაწყებულია ახალი პროგრამები, ფართოვდება არსებული მექანიზმები. სულ მალე საქართველოსა და აშშ-ის მთავრობები გააფორმებენ თანამშრომლობის შეთანხმებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე