ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ ქიტიაშვილმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ დისტანციურ რეჟიმში გამართა შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაცია, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა მიიღო მონაწილეობა.  კვლევის მიზანს ადამიანური რესურსების კუთხით ბიზნესის ახალი საჭიროებებისა და მათი მოგვარების გზების დადგენა წარმოადგენდა.

დამსაქმებელთა ასოციაციამ სამინისტროს იმ გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის წინაშეც კერძო სექტორის წარმომადგენლები დასაქმებულთა კვალიფიკაციისა და  პანდემიით გამოწვეული სირთულეების კუთხით დგანან.

შეხვედრის ფარგლებში თამარ ქიტიაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და ბიზნესის წარმომადგენლებთან  ყველა იმ საკითხის განხილვა-გადაწყვეტაში, რომელიც სამუშაო ძალის მომზადება-გადამზადებას უკავშირდება.

თავის მხრივ, დამსაქმებელთა ასოციაცია მზადაა, დაეხმაროს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს კერძო სექტორთან ეფექტიან თანამშრომლობასა და კორონავირუსთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე