ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა ”ყველაზე ჭკვიანი” დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ის პროექტში ”ყველაზე ჭკვიანი” გამარჯვებული მოსწავლე ნინო ეფრემიძე პორტატული კომპიუტერით დააჯილდოვა.

პროექტის მე-8 სეზონში გამარჯვებული 13 წლის ნინო ეფრემიძე №201 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეა. იგი დევნილი, ამასთან სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. ამის მიუხედავად, ნინო ეფრემიძე პირველი კლასიდან ათოსანია და სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებისთვის,  არაერთი სიგელით არის დაჯილდოვებული.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სამინისტროს მხრიდან უკლებლივ ყველა ნიჭიერი მოსწავლე წახალისდება. ასეთ მოსწავლეებს განსაკუთრებული  ყურადღება მიექცევათ, რადგან   მათი  ჩართულობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურობა, სამინისტროს  მთავარ მიზანს წარმოადგენს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე