ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ზუგდიდში შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყო

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 250 პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყო.

მშენებლობის დასრულების შემდეგ მოეწყობა სასწავლო სივრცე და აუდიტორიები უახლესი აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვება. აგრეთვე, კეთილმოეწყობა რეკრეაციული ზონა კორპუსის ტერიტორიაზე.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კორპუსში უნივერსიტეტი სტუდენტების მიღებას 2021 წლის შემოდგომის სემესტრში ინფორმაციული ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, განათლებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებების პროფესიულ პროგრამებზე დაიწყებს.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი პროფესიული განათლების უმსხვილესი პროვაიდერია რეგიონში, რომელიც ზუგდიდისა და სენაკის სასწავლო ბაზებს აერთიანებს. 2020 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტმა ორივე სასწავლო ბაზაზე 350-ზე მეტი პროფესიული სტუდენტი მიიღო აგრარული, ჯანდაცვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მშენებლობის, ბიზნესის ადმინისტრირების, ჟურნალისტიკის, განათლებისა და სხვა მიმართულებების სადიპლომო პროფესიულ პროგრამებზე.

უნივერსიტეტი ორივე სასწავლო ბაზაზე ახორციელებს ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამებს, რაც სტუდენტებს, პროფესიის დაუფლების პარალელურად სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობასაც აძლევს.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სენაკისა და ზუგდიდის ბაზებზე, სტუდენტებს აგრეთვე სთავაზობს დუალურ და მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე