ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

2011 წლიდან მოხალისე პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უცხოელ მოხალისე პედაგოგთა მორიგ ჯგუფს დახვდა. საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ირლანდიიდან და პოლონეთიდან ჩვენ ქვეყანაში ამჯერად, 65 ინგლისურენოვანი მასწავლებელი ჩამოვიდა.

ახლადჩამოსული ინგლისურენოვანი პედაგოგები ტრადიციულად ტრენინგს გაივლიან, დასავლეთის რეგიონის სკოლებში გადანაწილდებიან და მეორე სემესტრიდან ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად,  სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან.  უკვე დასავლეთის რეგიონის ყველა სკოლას  მოხალისე პედაგოგი ჰყავს.

”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”  პროექტის ფარგლებში, ინგლისურენოვან პედაგოგთა ჩამოსვლა მიმდინარე წლის განმავლობაშიც გაგრძელდება და დასრულდება აღმოსავლეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოხალისე მასწავლებლებით შევსების პროცესი.

საქართველოს საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლები უცხოელ პედაგოგებთან ერთად,  სწავლების ახალ მეთოდებს და მიდგომებს მომავალშიც წარმატებით დაეუფლებიან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე