ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველო და რუმინეთი 2023 წელს 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ

საქართველო 2023 წელს, რუმინეთთან ერთად, უეფა-ს 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

ევროპის 24-ე ჩემპიონატის ფინალური მატჩი ბათუმში, ახლად აშენებულ არენაზე გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე 16 ევროპული ნაკრები ითამაშებს. საქართველოში ორი ჯგუფის მატჩები - თბილისში, ბათუმსა და ფოთში ჩატარდება.

აღნიშნულ წარმატებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გამოეხმაურა და ქართული სპორტის გულშემატკივარს უეფა-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა.

მიხეილ ჩხენკელი: „მსურს გამოვეხმაურო ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, 2023 წელს, საქართველოში 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე და გავიზიარო ის დიდი სიხარული, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი განიცდის. რა თქმა უნდა, ეს არის ქართული სპორტის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება და აღიარება საერთაშორისო სარბიელზე. ამასთან, ჩვენი, ყველას ერთად გაწეული შრომის შედეგი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ერთობლივმა ძალისხმევამ განაპირობა ის აღიარება, რომელიც დღეს მოვიპოვეთ. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი ჩატარდება ბათუმის ახლად აშენებულ სტადიონზე. ცხადია, ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აგებულმა არენამ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ უეფა-სგან ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მივიღეთ. მთლიანობაში, ევროპირველობას თბილისის, ბათუმისა და ფოთის 4 სტადიონი უმასპინძლებს, რაც ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრისთვის უდიდესი საჩუქარი გახლავთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ და გამარჯვებებს გისურვებთ!“

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე