ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალი სემესტრი სიახლეებით იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და სიახლეები გააცნო. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ: საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, დირექტორები, პედაგოგები და  მოსწავლეები.  შეხვედრაზე მინისტრმა მოკლედ შეაჯამა გასული წელი და ვრცლად ისაუბრა მომავალ გეგმებზე.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რაც 2011 წლიდან განხორციელდება სკოლების დაფინანსების ახალი მოდელია. შემუშავდა ფორმულა, რომელიც თანაბარ პირობებში აყენებს როგორც მაღალმთიანი სოფლების, ასევე დიდი ქალაქების სკოლებს.

2011 წლიდან, სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის გზით, სკოლების ვაუჩერული დაფინანსება 44 მილიონი ლარით გაიზრდება. ბიუჯეტში დანაკლისი არცერთ სკოლას აღარ ექნება.

ახალი ფორმულის მიხედვით, ყველა სკოლას გაუჩნდება გარკვეული სახსრები იმისთვის, რომ განავითაროს სკოლის ინფრასტრუქტურა. ეს გახდის სკოლას უფრო დამოუკიდებელს და ხელს შეუწყობს სკოლების დეცენტრალიზაციას.

სკოლების დაფინანსების ახალი მოდელი  მოსწავლეთა რაოდენობაზე, სასწავლო კურიკულუმებსა და სკოლის საჭიროებებზე არის მიბმული. სკოლების დაფინანსების ახალი მოდელი აშშ-ს განვითარების სააგენტოს ექსპერტების, სკოლის დირექტორებისა და ადგილობრივი ექსპერტების მიერ შემუშავდა.

დიმიტრი შაშკინი შეეხო დირექტორთა და მასწავლებელთა სერტიფიცირების საკითხს, მიმდინარე წელს ყველა მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა გამოცდები გაიაროს და მიიღოს მაღალი ანაზღაურება, ასევე სურვილის შემთხვევაში, ყველა საგნის სერტიფიცირებული პედაგოგი შესძლებს გადალახოს ინგლისური ენის ცოდნისა და კომპიუტერული უნარ-ჩვევების ფლობის მინიმალური კომპეტენცია, რაც ასევე გულისხმობს დამატებით ანაზღაურებას.

ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი მიიღებს ნეთბუქს. ივნისისთვის საქართველოში აშენდება ქარხანა, სადაც პირველკლასელთა კომპიუტერები აიწყობა, დაწყებითი კლასებიდან გაძლიერდება უცხო ენისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მკაცრდება სახელმძღვანელოთა გრიფირების წესი, შესაბამისად, კომპეტენტური კომისიის მიერ მხოლოდ კარგი სახელმძღვანელოები შეირჩევა. წელს პირველად საატესტატო გამოცდები CAT-ის პროგრამით ჩატარდება. 2011 წლიდან შემოდის ახალი სავალდებულო და არჩევითი საგნები. დასასრულს, დიმიტრი შაშკინი პროფესიული განათლებისა და ზოგადად, სწავლა/სწავლების პროცესის გაუმჯობესებასაც შეეხო.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე