ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული (Skills Week Georgia) ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის პროგრამის Skills4Jobs მხარდაჭერით, პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული (Skills Week Georgia) გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ პროფესიული განათლების სიახლეებს, გაიზიარონ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება Covid-19-ის ფონზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე თუ მიღწეულ შედეგებზე იმსჯელონ. „პროფესიული განათლების კვირეული 2020“ ეძღვნება ევროკომისიის ევროპული პროფესიული განათლების კვირეულს (European Skills Week), რომელსაც საქართველო უკვე რამდენიმე წელია უერთდება.

ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობის გათვალიწინებით წელს კვირეული დისტანციურ ფორმატში – ონლაინ კონფერენციების სახით 7-10 დეკემბერს გაიმართება. ოთხდღიან კონფერენციაზე განხილული იქნება პროფესიული განათლების გამოწვევები Covid-19-ის ფონზე, განათლებისა და დასაქმების კუთხით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდენციები, პანდემიის პირობებში სამუშაო ძალის განვითარებისა და სწავლა-სწავლების პროცესის სირთულეები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლო პერსპექტივები. ასევე, წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ახალი პროექტები.

  • 7 დეკემბერი (10:00-15:00) – ახალი გამოწვევები და გადაჭრის გზები Covid-19-ის ფონზე
  • 8 დეკემბერი (11:00-14:00) – კერძო სექტორის როლი უნარების განვითარების პროცესში Covid-19-ის ფონზე
  • 9 დეკემბერი (10:00-14:00) – ევროკავშირის განათლებისა და დასაქმების პროგრამა – ახალი შესაძლებლობები
  • 10 დეკემბერი (11:00-15:00) – ინოვაციური სწავლება, მასწავლებლის ახალი როლი პანდემიის პირობებში

სამუშაო პროცესში ჩართული იქნებიან ბიზნეს ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, ადგილობრივი ექსპერტები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (GIZ, UNDP/SDC, WB/GGF, ADB, ETF), პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმომადგენელები.

კონფერენცია გაიმართება ზუმის პლატფორმაზე. ღონისძიებაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულ-ინგლისურ ენებზე. სრული დღის წესრიგი და რეგისტრაციის ფორმა იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3myw25c .

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე