ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი თემურ ქევხიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თემურ ქევხიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მიხეილ ჩხენკელი: ,,დიდ მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტისა და ლოტბარის თემურ ქევხიშვილის გარდაცვალების გამო.

იგი იყო ,,საუკუნის ხმად" წოდებული მუსიკოსი, რომელიც მთელი ცხოვრება ქართულ ფოლკლორს ემსახურებოდა, მან არაერთი ნიჭიერი თაობა აღზარდა.

ბატონმა თემურმა ჭეშმარიტად უნიკალური შემოქმედება დაგვიტოვა და გაამდიდრა ქართული კულტურა.

გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს თემურ ქევხიშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მთელ ქართულ საზოგადოებას”.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე