ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების განვითარებისთვის აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 70 მილიონი დოლარი გამოყო

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 70 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში პროფესიული განათლებისა ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გამოყო.

სექტორული განვითარების პროგრამა – თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აზიის ბანკის ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნა და საქართველოს განათლების სისტემაში ADB-ის პირველი ინვესტიციაა. პროგრამა მიზნად ისახავს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებში, თანამედროვე სამუშაო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

2013 წლის შემდეგ პროფესიული განათლება ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად ჩამოყალიბდა და ევროკავშირის დახმარებით 2018 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მხრიდან  პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს შემდგომ გაძლიერებას; მხარს დაუჭერს სფეროში მიმდინარე რეფორმებს, კერძოდ კი, კერძო-საჯარო პარტნიორობის პრინციპებზე დაყრდნობით, სისტემის მოწყობისა და მართვის ახალი მოდელის დანერგვას და შრომის ბაზარზე მორგებული კვალიფიკაციების მიწოდებას.

კოვიდ-19-ის გამოწვევების გათვალისწინებით, სექტორული განვითარების პროგრამა შექმნილია იმ დარგების გასაძლიერებლად, რომლებიც პანდემიასთან გამკლავებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ან ეკონომიკურ გაჯანსაღებაში შეაქვთ წვლილი, მაგალითად, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სამედიცინო და ფარმაცევტული წარმოება.

პროექტი ასევე დააფინანსებს უნარების განვითარების ორი ინოვაციური ჰაბის შექმნას ქუთაისისა და თელავის არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში, სადაც ხელი შეეწყობა ისეთ პრიორიტეტულ დარგებს, როგორებიცაა: ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამედიცინო და ფარმაცევტული წარმოება, მოდა და დიზაინი, წყლის ინჟინერია, ავეჯის წარმოება და სადურგლო საქმე და მომსახურება (მასპინძლობა და ტურიზმი).

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის კომპონენტი, რომელიც პროგრამის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს. კერძოდ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოეწყობა თანამედროვე სახელოსნოები და რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მიეცემა სხვადასხვა პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა.

ევროკავშირისა და სხვა დონორთა მხარდაჭერასთან ერთად აღნიშნული პროგრამა უდიდეს წვლილს შეიტანს პროფესიული განათლების რეფორმის მასშტაბის გაზრდაში და აისახება ახალგაზრდებისა და ზრდასრული მოსახლეობის კეთილდღეობაზე, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.

მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურები უახლოეს მომავალში დასრულდება. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე