ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონკურსში გამარჯვებული მოსწავლე ლეპტოპით დაჯილდოვდა

”ახალგაზრდობა უდანაკარგოდ!” სლოგანისათვის თბილისის 54-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასელი თინათინ ყიფიანი კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა. ამ მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მთავარი პროკურორის პირველ მოადგილესთან დავით საყვარელიძესთან ერთად 54-ე საჯარო სკოლას ესტუმრა და კონკურსში გამარჯვებულ თინათინ ყიფიანს საჩუქრად ლეპტოპი გადასცა.

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიის ფარგლებში, საუკეთესო დევიზის გამოსავლენად კონკურსი 1 თებერვალს გამოცხადდა და მასში საქართველოს ყველა სკოლა მონაწილეობდა. 50-ზე მეტი ვარიანტიდან გამარჯვებული ”ახალგაზრდობა უდანაკარგოდ!” გამარჯვებულად დასახელდა. თუმცა, შეირჩა კიდევ 5 სლოგანი, რომლებიც არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში იქნება გამოყენებული.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  პროკურატურის მიერ 2010 წელი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და უსაფრთხო სკოლის წლად გამოცხადდა.  ამ მიზნით, მთელი წლის განმავლობაში მოსწავლეთა მონაწილეობით სკოლებში არაერთი დისკუსია, კონკურსი და სპორტული შეჯიბრება გაიმართება. გარდა ამისა, გაგრძელდება სამართლებრივ თემებზე პროკურორთა ლექციები. ყველა ეს ღონისძიება კონკურსში გამარჯვებული დევიზის ”ახალგაზრდობა უდანაკარგოდ!” ეგიდით წარიმართება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე