ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტროსა და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტს (GIDE)“ შორის  საგანმანათლებლო დებატების განვითარებისთვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და GIDE-ს ხელმძღვანელმა თინათინ ცერცვაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია განათლების სისტემაში საგანმანათლებლო დებატების დანერგვა-განვითარების, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისა და ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდებისთვის თუ ზრდასრულთათვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მხარდაჭერა.

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით,  „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებული პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში გაფორმდა. პროექტის მიზანს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებისა და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს, როგორებიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ პირველი ეტაპი 2020 წლის თებერვალში საქართველოს სხვადასხვა სკოლის დებატების კლუბის ხელმძღვანელების გადამზადებით დაიწყო. კორონავირუსის პანდემიის შედეგად კი მოხდა პროექტის მოდიფიცირება და აქტივობების დისტანციურ ფორმატში გადატანა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე