ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ენერგეტიკის სფეროში პროფესიული კადრების მომზადების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“  და „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს“ შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი  მიზნად ისახავს განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების საკითხებში კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადების მხარდაჭერას და ამ მიმართულებით განათლების ხარისხის გაზრდის ხელშეწყობას.

თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ენერგეტიკის სფეროში პროფესიული კვალიფიკაციების განახლება და ახალი კვალიფიკაციების დანერგვა. ასევე, ენერგეტიკის სფეროში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავება-დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობა.

მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ  თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა,  „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელმა, თამარ მახარაშვილმა და  „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა მოაწერეს.

მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის მიზნით, მხარეთა შორის შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, დაიგეგმა სამომავლო ქმედითი ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის წარმატებით განხორციელებას. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის მომზადებას და ამ მიმართულებით ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე