ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მთარგმნელობითი ლიტერატურული პრემიის ,,ლიტერა მთარგმნელებისთვის 2020“ გამარჯვებულები ცნობილია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მწერალთა სახლის ორგანიზებით ჩატარებული პირველი მთარგმნელობითი ლიტერატურული პრემიის „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

92 საკონკურსო განახადიდან მოკლე სიაში 18 მთარგმნელი მოხვდა, „ლიტერა მთრგმნელებისთვის“ პირველი ლაურეატები კი გახდნენ:

საუკეთესო ახალგაზრდა მთარგმნელი

სალომე ბენიძე - რუპი კაურის წიგნისთვის  „რძე და თაფლი“,  გამომცემლობა „პალიტრა-L“;

საუკეთესო ჰუმანიტარულ-სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის თარგმანი

ლალი უნაფქოშვილი - ჟულიენ გრაკის წიგნისთვის „ქალაქის ფორმა“, გამომცემლობა „აგორა“;

საუკეთესო პროზაული თარგმანი

ზაზა ჭილაძე - უილიამ ფოლკნერის წიგნისთვის „დაუმარცხებლები“, გამომცემლობა „არტანუჯი“;

დავით წერედიანის სახელობის პრემია მთარგმნელობით საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის კი ელზა ახვლედიანს გადაეცა.

მთარგმნელობითი კონკურსი „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მწერალთა სახლის ინიციატივით 2020 წელს  დაარსდა და წელს პირველად გაიცა.  პრემიის მიზანია მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა და სტიმულირება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე