ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პრეზიდენტმა სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის  სოფელ ჯუგაანში ახლადაშენებული სკოლა გახსნეს.

სკოლის ძველი შენობა მეოცე საუკუნის 60-იან წლებში აშენდა. სკოლის  ავარიული  მდგომარეობის გამო  2008 წლის დეკემბერში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო ახალი სკოლის მშენებლობა და 2010 წლის ზაფხულში დასრულდა.

სკოლა შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. სკოლას აქვს  ბიბლიოთეკა,  სპორტული დარბაზი, ღია მოედანი, კომპიუტერული ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო საგნების კაბინეტი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კაბინეტი, ინგლისურის კაბინეტი. სკოლაში 268 მოსწავლე სწავლობს.

ახალი სკოლის აშენებით სოფელ ჯუგაანის მოსწავლეებს საშუალება აქვთ ადგილზე მიიღონ სრულფასოვანი განათლება.

სკოლის საქმიანობა საკმაოდ წარმატებულია, სკოლა მონაწილეობას იღებს  სასწავლო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში. გასულ წელს მეთორმეტე კლასელმა მარიამ ქავთარაძემ გაიმარჯვა თვითშემოქმედებით  კონფერენციაში ინგლისურში. 7 პედაგოგი გავიდა სასერტიფიკაციო გამოცდაზე. სკოლაში  არის ერთი ინგლისურენოვანი მასწავლებელი.

საქართველოს პრეზიდენტმა ჯუგაანის სკოლის წარჩინებული მოსწავლეები  სალომე კიკილაშვილი, მაკა პოპიაშვილი  და მარიამ ზედელაშვილი პორტატული კომპიუტერებით დააჯილდოვა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე