ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

2011 წელს სკოლები საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვება

ტექნიკური დარგების განვითარებისა და სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლების მიზნით, 2011 წლის მარტის ბოლომდე 450 ლაბორატორია 150 სკოლაში გადანაწილდება, ხოლო ახალი სასწავლო წლიდან ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის თანამედროვე ლაბორატორიებით ყველა სკოლა ეტაპობრივად აღიჭურვება. პროგრამა ”აინშტაინის” განხორციელება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით,  2010 წლის 26 ოქტომბრიდან მიმდინარეობს.

სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვის პარალელურად მიმდინარეობს მასწავლებლების გადამზადების პროცესი. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლებს ტრენინგი ჩაუტარდათ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერებმა მასწავლებლებს გააცნეს თანამედროვე ლაბორატორიის შესაძლებლობები. იგი სამი სრული კომპლექტისაგან შედგება. თითოეულში, საგნის (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) მიხედვით, 18 ქვეკომპლექტია გაერთიანებული.

თანამედროვე ხელსაწყოები და აპარატურა პედაგოგებს დაეხმარებათ უფრო საინტერესო და სახალისო გახადონ საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების პროცესი. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები ხელს შეუწყობს. მოსწავლეთა კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას.

ტრენინგს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე სასწავლო წელს პროგრამა ,,აინშტაინის’’ ფარგლებში საჯარო სკოლები საერთაშორისო სტანდარტების თანამედროვე ლაბორატორიებით აღიჭურვება. ამ მხრივ, აუცილებელია, პედაგოგების გადამზადება და მათთვის ლაბორატორიების გამოყენების სწავლება.

პრეზიდენტის ინიციატივით, ახალი ლაბორატორიების გამოყენებით სხვადასხვა კონკურსები ჩატარდება. საუკეთესო გამოგონების ავტორი მოსწავლეები კი წახალისდებიან.

შესაბამისი ინფრასტრუქტურის დანერგვის პარალელურად, საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს ტრენინგები  მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე