ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი პოლონეთის სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პოლონეთის სახელმიწიფო მინისტრისა და  განათლების ეროვნული მინისტრის მოადგილეს მიროსლავ სილატიცკის შეხვდა და პოლონეთთან მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

შეხვედრაზე  საუბარი    შეეხო  ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა:  სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება,  მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება,  განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, სწავლის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, უცხო ენების გაძლიერებულად სწავლება და სხვა.

პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი საქართველოს ზოგადი განათლების  სფეროში განხორციელებული რეფორმით დაინტერესდა და სრული ინფორმაცია დაგეგმილ სიახლეებზეც მოისმინა. მიროსლავ სილატიცკიმ დიმიტრი შაშკინს პოლონეთში ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია და ამ მიმართულებით გამოცდილებები გაუზიარა.

ოფიციალურ შეხვედრაზე  მხარეები, მომავალი თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების  განახორციელებაზე  შეთანხმდნენ,  ერთ-ერთი ასეთი  პროექტი  ორ ქვეყანას შორის მოსწავლეთა  და მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებსა და სასწავლო ვიზიტებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე