ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურების საჩუქარი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს

სკოლის მანდატურებმა  გლდანის ბავშვთა სახლის  20 აღსაზრდელს კიდევ ერთი ლამაზი დღე დაუთმო. სკოლის მანდატურებს და გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კინოთეატრმა „ამირანმა“ უმასპინძლა. სკოლის მანდატურისა და კინოთეატრ „ამირანის“ ერთობლივი აქციის ფარგლებში მოზარდებმა ქართული ანიმაციური ფილმი „საახალწლო ზღაპარი“ იხილეს. აქციის ფარგლებში, ბავშვებს მანდატურებმა საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

სკოლის მანდატურების თქმით, მანდატურების ასეთ აქციებში მონაწილეობა ძალიან ნიშვნელოვანია, რადგან მათი სურვილია თავადაც შეიტანონ გარკვეული წვლილი  ბავშვების სწორად აღზრდაში. სკოლის მანდატურის სამსახური  მოზარდებს მომავალშიც არაერთ სიურპრიზს ჰპირდება.

სკოლის მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილება მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო აქციებში და საზოგადოების სხვადასხვა ფენას თავად განუმარტონ სკოლის მანდატურის არსი.  

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთი, გორისა და  რუსთავის   საჯარო სკოლებში  შევიდნენ. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.

უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული  ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს  შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე