ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებელთა სტაჟირება შვეიცარიაში

თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების ფიზიკის 14 მასწავლებელი შვეიცარიაში, CERN-ის კვლევით ლაბორატორიაში სტაჟირებას გაივლის.

ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიაა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, CERN- ის ექსპერტებთან თანამშრომლობით, ქართველი მასწავლებლებისთვის  სპეციალური სატრენინგო პროგრამა შეიმუშავა. პროგრამის ფარგლებში, პედაგოგები  მოისმენენ სპეციალურ ლექციებს თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრაზე, დაესწრებიან სემინარს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკასა და კოსმოლოგიაში, მოინახულებენ ATLAS-ის ცენტრს, გაეცნობიან CERN-ში მიმდინარე კვლევებსა და ექსპერიმენტებს.

მიღებული გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე, შვეიცარიიდან დაბრუნებული პედაგოგები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფიზიკის მასწავლებელთა ტრენინგებს განახორციელებენ.

მინისტრის განცხადებით, საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაცია და ტექნიკური დარგების განვითარება, სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალშიც განახორციელებს მსგავს პროგრამებს პედაგოგების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

ამ დროისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციისა და ტექნიკური დარგების განვითარების მიზნით, მთელი რიგი ღონისძიებები ტარდება:  წარმატებით მიმდინარეობს საბუნებისმეტყველო  ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვა, სწავლების პროცესში პედაგოგები აქტიურად იყენებენ ვირტუალურ ლაბორატორიებს, მზადდება სამეცნიერო-პოპულარული ფილმები, მიმდინარეობს საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ტრენინგები.

პრეზიდენტის ინიციატივით, განათლების სამინისტრო მიმდინარე წელს  საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის სტიმულირების მიზნით  სკოლებში სხვადასხვა კონკურსების ჩატარებასაც  გეგმავს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე