ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინი ეროვნულ კონფერენციას ”თამბაქო ან ჯანმრთელობა” დაესწრო

ორდღიანი კონფერენცია საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა გახსნა და მის მუშაობაში განათლებისა და მეცნიერების, ასევე  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრები მონაწილეობდნენ.

კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის “საჯარო სკოლებში თამბაქოსაგან 100%-ით თავისუფალი პოლიტიკის დანერგვის” ფარგლებში ჩატარდა და მის მუშაობაში პროექტში ჩართული სასწავლო დაწესებულებებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროექტი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, 2009 წლის ივნისსა და სექტემბერში გაიმართა 8 დისკუსია თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და სიღნაღში. დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, აჭარის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, იმერეთისა და კახეთის რეგიონების 100 საჯარო სკოლის დირექტორმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრების,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, განათლების  აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა.

დისკუსიის დროს გამოირკვა, რომ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები  სკოლებში არსებობს.  სკოლაში  თამბაქოსგან 100%-ით თავისუფალი პოლიტიკის დანერგვასთან დაკავშირებით დირექტორებისა და რესურსცენტრების წარმომადგენლების მიერ გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება.

კონფერენციაზე შედგა სკოლებში თამბაქოსაგან 100%-ით თავისუფალი პოლიტიკის დანერგვის გზამკვლევის პრეზენტაცია.

თამბაქოსაგან 100%-ით თავისუფალი პოლიტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით,  შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე