ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოში იტალიელი პედაგოგები ჩამოვიდნენ

საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და იტალიის ელჩმა საქართველოში ვიტორიო სანდალმა იტალიურ სკოლა ''ცისკარის'' მოსწავლეებსა და პედაგოგებს იტალიური ენის პედაგოგი მაიკლ ბიასილი  წარუდგინეს. მაიკლ ბიასილი  საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში, იტალიის საელჩოს დახმარებით ჩამოვიდა და ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად,   სკოლის მოსწავლეებს იტალიურ ენას შეასწავლის.

იტალიის საელჩო საქართველოში ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა სამინისტროს ინიციატივას და  ხელი შეუწყო იტალიელ პედაგოგებს ჩართულიყვნენ პროექტში ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”.

პირველ ეტაპზე საქართველოს რამდენიმე სკოლაში შევლენ იტალიელი მასწავლებლები და ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, იტალიურ ენას გაძლიერებულად შეასწავლიან მოსწავლეებს. პროექტის ფარგლებში მომავალშიც იგეგმება იტალიელ პედაგოგთა ჩამოსვლა და საქართველოს იმ  სკოლებში განაწილება, სადაც იტალიური ენა ისწავლება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე