ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სომხეთ-საქართველოს ნაკრები გუნდების ოლიმპიადაში ქართველმა მოსწავლეებმა გაიმარჯვეს

2011 წლის 20-23 იანვარს საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების ინიციატივით ერევანში გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიადა ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში. ორივე მხრიდან  თითოეულ დისციპლინაში მონაწილეობდა 10-10 მოსწავლე. ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი და ჟიური დაკომპლექტებული იყო როგორც სომეხი, ისე ქართველი წევრებით. ასევე, ერთობლივად იქნა შერჩეული საკონკურსო ამოცანები. ინფორმატიკაში კონკურსი ჩატარდა გუნდური პრინციპით. თითეული გუნდი შედგებოდა ორი მოსწავლისგან. ხოლო დანარჩენ საგნებში — ინდივიდუალურად.  ოლიმპიადას მასპინძლობდა ერევნის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-პანსიონი. 21 იანვარს ოლიმპიადა სამივე საგანში ერთდროულად გაიმართა.

22 იანვარს აპელაციების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

ინფორმატიკა
  • ცოტნე ტაბიძისა და ლადო მელიქიძის გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი;
  • ნიკა ნადირაძისა და ნიკოლოზ სვანიძის გუნდმა - II ადგილი;
  • აკაკი და ანი მარგველაშვილების გუნდმა- III ადგილი;
მათემატიკა
  • გიორგი გიგლემიანმა - II ადგილი,
  • თორნიკე აბულაძემ -  III ადგილი
  • გიორგი პატარაიამ - III ადგილი
  • თორნიკე მანძულაშვილმა - III ადგილი.
ფიზიკა მეორე ადგილები გაინაწილეს ჯემალ შენგელიამ და თორნიკე ღუტიშვილმა (ფიზიკაში პირველი ადგილის დიპლომი არ გაცემულა); 

22 იანვარს ტექნო-პარკ  ”სინოპსისში” ექვს-ექვსი საუკეთესო მონაწილე (საქართველოს მხრიდან: ცოტნე ტაბიძე, გიორგი გიგლემიანი, თორნიკე აბულაძე, ჯემალ შენგელია, თორნიკე ღუტიშვილი და ლადო მელიქიძე) პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვეს საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა, რის შემდეგაც   ერევნის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-პანსიონში გაიმართა საზეიმო დაჯილდოება, სადაც გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და სხვადასხვა ფასინი საჩუქრები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე