ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საკვირაო სკოლების ერთიანი სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაიამ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.

სასწავლო პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლობით შეიქმნა. პროგრამის მომზადებაში მონაწილეობას იღებდნენ სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტები.

საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის მომზადებული ერთიანი სასწავლო პროგრამა შესაბამისობაშია საქართველოს სასკოლო პროგრამებთან და დიასპორის წარმომადგენლის საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში სრულყოფილ ინტეგრირებას გულისხმობს.

სასწავლო პროგრამა შემუშავებულია სამი საგნისთვის: ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და გეოგრაფია. მასში გათვალისწინებულია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები და შესაძლებლობები, ის გარემო პირობები, რომელშიც სწავლობენ და ცხოვრობენ.

ერთიანი სასწავლო პროგრამის მიხედვით მომზადდა ვიდეოგაკვეთილები ცალკეულ საგნებში, რომლებიც მოიცავენ სასწავლო პროგრამის პრეზენტაციას, სამოდელო გაკვეთილსა და სარეკომენდაციო ლიტერატურას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უახლოეს მომავალში საზღვარგარეთ მცხოვრები მოზარდებისთვის სახელმძღვანელოებსაც მოამზადებს. ასევე, იგეგმება მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელოს გამოცემაც.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე