ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი უნიკალური აპარატურის ტესტირებას დაესწრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე და უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის წარმომადგენლები  ზღვისა და ტბების კომპლექსური კვლევისათვის განკუთვნილი აპარატურის ტესტირებას დაესწრნენ.

სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  დაფინანსებით შეძენილი  უნიკალური აპარატურის გამოცდა კუს ტბის ტერიტორიაზე განხორციელდა.  აპარატურის უნუკალურობას მისი შესაძლებლობა განსაზღვრავს - აწარმოოს კვლევები  წყლის ზედაპირიდან და გამოიკვლიოს სიღრმეში არსებული მდგომარეობა.

ბათიმეტრიული და ფსკერქვეშა პროფილირების ზღვისა და ტბების კომპლექსური კვლევის აპარატურა (2000 DSS)  ინტეგრირებული, კომბინირებული სისტემაა, იგი გამოყენებული იქნება გეოფიზიკური და გეოლოგიური  კვლევების, ეკოლოგიური კვლევების, დედამიწის ქერქის აგებულებისა და აქტიური რღვევების კვლევების ჩასატარებლად შავ ზღვაში, ტბებსა და წყალსაცავებში. კვლევებში  ილიას უნივერსიტეტის მკვლევარები და სტუდენტები ჩაებმებიან. ყველა მონაცემი ინტეგრირებული იქნება ერთიან მონაცემთა ბაზაში.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო პოტენციალის განვითარება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რისთვისაც აუცილებელია თანამედროვე სტანდარტების კვლევითი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, კვლევითი აპარატურის შესაძენად მიზნობრივი საგრანტო კონკურსების ჩატარება. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომლის  დაფინანსებითა და ხელშეწყობით  არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტი ხორციელდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე