ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პირველ საჯარო სკოლაში ირანული კულტურისა და ენის ცენტრი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში მაჯიდ საბერმა თბილისის №1 საჯარო სკოლაში ირანული კულტურისა და ენის ცენტრი – ,,ირანის ოთახი“ გახსნეს.

თბილისის  №1 საჯარო სკოლაში 1979 წლიდან 2006 წლამდე  სპარსული ენა და ლიტერატურა ისწავლებოდა. სკოლას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა  ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოში მის წარმომადგენლობასთან. ხშირად იმართებოდა ერთობლივი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები.

2009–2010 სასწ. წელს ირანის საელჩომ საქართველოში თბილისის რამდენიმე სკოლაში სპარსული ენის ფაკულტატური სწავლება დაიწყო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს  ერთობლივი გადაწყვეტილებით, 2010 წლის 1 დეკემბრიდან I საჯარო სკოლაში კვლავ აღდგა სპარსული ენის სწავლება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე