ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საჯარო სკოლებში საფეხბურთო ლიგა შეიქმნა

მოსწავლეებში  ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და წახალისების მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში საფეხბურთო ლიგა შეიქმნა. ლიგის შექმნის შესახებ მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ მოაწერეს. ღონისძიებას  ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ესწრებოდა.

მემორანდუმის თანახმად, საფეხბურთო ლიგის ფარგლებში, 2011 წელს საქართველოს საჯარო სკოლებს შორის ფეხბურთში ჩემპიონატი მოეწყობა,  გამარჯვებული გუნდი ივლისის თვეში ფინალურ მატჩზე გამოვლინდება.

საფეხბურთო ლიგის დაარსებითა და საჯარო სკოლებს შორის სასკოლო ჩემპიონატის ჩატარებით, გაუმჯობესდება მოსწავლეთა სპორტული მომზადების დონე, მოხდება ქართული ფეხბურთის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ანალოგიური ლიგების შექმნა, სასკოლო სპორტული ჩემპიონატების ორგანიზება მომავალში ხელს შეუწყობს  მოზარდებს შორის სპორტული რესურსის გამოვლენას და მათ წახალისებას.

მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს საჯარო სკოლების სპორტის მასწავლებელთა გადამზადებას UEFA-სა და  FIFA-ს სტანდარტებით, გადამზადებული პედაგოგები შესაბამის სერთიფიკატებს მიიღებენ.

საფეხბურთო ლიგის შექმნა და საჯარო სკოლებს შორის ფეხბურთში ჩემპიონატის ჩატარება, მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2010 წელს სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეთილები სპორტის გაკვეთილებმა ჩაანაცვლეს. სკოლებში თერთმეტი სპორტული ლიგა შეიქმნა, ეწყობა სასკოლი ჩემპიონატები, მოსწავლეებში იზარდება მოტივაცია და მკვიდრდება ჯანსაღი ცხოვრების წესი.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე